პროექტი

1. პროექტის სახელი:ინგლისელი მწერლები 2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:პროექტში მონაწილე ბავშვები გაეცნობიან ინგლისის ლიტერატურას და მწერლებს. 3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში მონაწილე მოსწავლეები ეცნობიან ინგლისის ლიტერატურას , მწერლებს მათ მოღვაწეობას,ბიოგრაფიას,იკვლევენ მათ შემოქმედებას და ცნობილ ნაწარმოებებს, ამ მწერლებზე აგროვებენ ფოტოებს და განათავსებენ ვებ- გალერიაში. 4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:9-10-11-12 კლასები. 5.ვადები/ხანგრძლივობა: ოქტომბრიდან მაისამდე. 6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსიების გამართვა კლასში, მოძიებული მასალის თარგმნა , ნამუშევრის განთავსება ბლოგში, კროსვორდის შედგენა, ვიქტორინისათვის კითხვარების მომზადება. 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებმა შეიძლება გააკეთონ ელექტრონული ჟურნალი,გაიუმჯობესონ კვლევა ძიების უნარი, დამატებით ლიტერატურაზე კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას. 8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან ინგლისელი მწერლების ბიოგრაფიას და ნახავენ მათ ფოტოებს. 9.სამუშაო ენა:ქართული 10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში. ინგლისური ენა:გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის უნარს, აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას.რუსული ენა: გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის უნარს, აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას.ხელოვნება: დახატავენ მწერლების და მათ შემოქმედებაში ცნობილ პერსონაჟების პორტრეტებს. ისტორია: გაეცნობიან ინგლისელი მწერლების მოღვაწეობის ხანას როგორ ეპოქაში უწევდათ მოღვაწეობა და რა ზეგავლენა მოახდინა მათზე ისტორიულმა მოვლენებმა .



ინგლისი ახლა ასე გამოიყურება

No comments:

Post a Comment

შემოდგომა

შემოდგომა